პრესრელიზი
15 მარტი ,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი
დოდო ჭუმბურიძე
893283092
pr@economists.ge
"ერთად ჩვენ შევძლებთ!"
[PUBLICITY.GE] თბილისი, 15 მარტი, 2011 წელი - ამა წლის 17 მარტს, 14 საათზე სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" იმართება პროექტის "იძულებით გადაადგილებულ პირთა და ადგილობრივი თემთა სოციო-ეკონომიკური ინტეგრაცია დიალოგისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი აქტიური მონაწილეობის გზით" (იგივე "ერთად ჩვენ შევძლებთ!") შემაჯამებელი შედეგების პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე განხილული იქნება პროექტის შედეგები და მიღწევები. პროექტი "ერთად ჩვენ შევძლებთ!" მიზნად ისახავს დევნილთა ინტეგრაციასა და თვითრეალიზაციის ხელშეწყობას.
შეხვედრაზე მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დონორები, მთავრობის წარმომადგენლები, მასმედია, პროექტის ბენეფიციარები. (სინქრონული თარგმანი უზრუნველყოფილია).
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს "ერთად ჩვენ შევძლებთ!" ახორციელებენ დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია ოქსფამი, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (საეა), ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეა და ველფეარ ფაუნდეიშინი. პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა ღონისძიებებმა საშუალება მისცა იძულებით გადაადგილებულ პირებს გაეხმოვანებინათ საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებები, ინფორმირებულები ყოფილიყვნენ თავიანთი უფლებებისა და შესაძლებლობების შესახებ. დევნილები აქტიურად ჩაერთვნენ საზოგადოებრივ საქმიანობაში ადგილობრივ, რეგიონალურ და ცენტრალურ დონეზე.
პროექტი განხორციელდა საქართველოს ოთხ რეგიონში: სამეგრელო-ზემო სვანეთი, შიდა ქართლი, მცხეთა მთიანეთი და კახეთი. მისი სამიზნე ჯგუფია 1992 და 2008 წლის კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა (სულ 35,000 დევნილი). პროექტის ფარგლებში 100-მდე დევნილმა და ადგილობრივმა ქალმა მიიღო გრანტი მცირე ბიზნესის დასაწყებად და საკუთარი მეურნეობის განსავითარებლად. 2200-ზე მეტმა დევნილმა გაიარა უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევა. დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე თვითმმართველობების წარმომადგენლების მონაწილეობით შეიქმნა შვიდი მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა შემდეგი მუნიციპალიტეტებისათვის: ზუგდიდი, ხაშური, გორი, ქარელი, მცხეთა, დუშეთი და კასპი.
დღის განრიგი:
14:00 მისასალმებელი სიტყვა / ქეთი გეთიაშვილი, ოქსფამი დიდი ბრიტანეთის საქართველოს პროგრამის დირექტორი
14:10 მიმართვა / საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი
14:15 მიმართვა /კობა სუბელიანი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
14:20 პროექტის მიღწევები / თეა ჯამასპიშვილი, ოქსფამი დიდი ბრიტანეთი
14:40 პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები / საეა, ასოციაცია დეა, ველფეარ ფაუნდეიშენი
14:45 ნომინაციები და სიმბოლური პრიზების გადაცემა პროექტში ჩართული პირებისთვის
15:00 მიღება / ფოტოგალერეა
###
საკონტაქტო პირები: თეა ჯამასპიშვილი 899166773; დოდო ჭუმბურიძე 893283092;